ვოლგოგრადში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, თბოელექტროსადგურსა და ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც ისმის დრონების და აფეთქების ხმები. ვიდეოები, სავარაუდოდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო.
ამასთან, ს ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონის ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია.