ვოლგოგრადში მომხდარი აფეთქების შედეგად, გაზპრომის გაზსადენმა მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

ვოლგოგრადში მომხდარი აფეთქების შედეგად, გაზპრომის გაზსადენმა მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა | ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აფეთქება ვოლგოგრადის რეგიონში დღეს მოხდა და შეჩერდა ცენტრალური აზია-ცენტრის მაგისტრალური გაზსადენის მუშაობა, რომელიც თურქმენეთიდან უზბეკეთისა და ყაზახეთის გავლით ს ფედერაციას გაზს აწვდის
🔻 გაზსადენი რუსულ კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის და ენერგიით ამარაგებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ისეთ ობიექტებს, როგორიცაა დემიხოვოს მანქანათმშენებელი ქარხანა, რუსეთის საავიაციო კორპორაცია „მიგ“, ვაზნების წარმოების ქარხანა „მაგნუმ-კ“ და სხვა.
🔻 წყაროების ცნობით, გაზსადენის მონაკვეთზე აფეთქებების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რუსეთის საგანგებო სამსახურები და სარემონტო ჯგუფები ვოლგოგრადის ოლქის სოფელ დინამოვსკოეს ტერიტორიაზე გაემგზავრნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვოლგოგრადის რეგიონში ცენტრალური აზია-ცენტრის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.
🔻 2 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დრონებით არაერთი ობიექტის განადგურება – რიაზანისა და სამარის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ვორონეჟის ოლქში ნავთობპროდუქტების ბაზა და პენზას ოლქში ქარხანა. უშიშროების სამსახურმა განაცხადა კრასნოდარის ოლქში შაჰედებით სავსე აეროდრომზე თავდასხმის და პენზაში მდებარე ელექტრომოწყობილობის სამხედრო ქარხანაზე დარტყმის შესახებაც.
წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

დიტო სამხარაძე: არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! საქართველო ჩვენ ვართ 41

ირინა იმერლიშვილი – საერთაშორისო უნივერსიტეტისგან შემოთავაზება მივიღე რექტორის პოზიციაზე და დავთანხმდი – რაც შეეხება მითქმა-მოთქმას საკონსტიტუციო სარჩელზე, შეიძლება ჩემი უფლებამოსილების ვადაში არც მოსწრებულიყო განხილვა