ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

15 იანვრის ღამით, ცეცხლი გაუჩნდა ვოლგოგრადის კარსნოარმეისკის რაიონში მდებარე კომპანია “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის ერთ-ერთ დანადგარს. ტელეგრამის არხ “ვოლგოგრადის” ცნობით, თანამშრომლებს აუკრძალეს ცეცხლის კერის გადაღება, ხოლო ოპერატიული სამსახურები აცხადებენ, რომ ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
დაახლოებით დილის 4 საათისთვის ქარხანაში რაღაცამ იფეთქა და ცა გადაანათა. თვითმხილველებისა და მოგვიანებით გამოქვეყნებული კადრების თანახმად, ქარხანაში ახალი ცეცხლის კერები გაჩნდა.
ვოლგოგრადის ოლქი საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქება და ხანძარი ერთ-ერთ ობიექტზე შიდა პრობლემებისგან გამოწვეული”არასაშტატო ვითარებით” ახსნეს და გამორიცხეს “ზეგავლენა გარედან”. ასეთში ბოლო ხანს ს ტერიტორიაზე ხშირად იგულისხმება უკრაინული დრონების პირაპირი შეტევა, ან თვითმფრინავების ნამსხვრევების ზემოქმედება.
წუხელ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამი უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ოფიციალური ცნობით სამივე დრონი ვოლგოგრადიდან საკმაოდ დაშორებით, ბელგოროდისა და ტამბოვის რეგიონებში ჩამოაგდეს.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის ბაზებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება