ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

დრონებით თავდასხმა იყო ს ქალაქ ვოლგოგრადში. ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა დაადასტურა ინფორმაცია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძრის გაჩენის შესახებ.

გუბერნატორი ამბობს, რომ „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ქარხანაში ნავთობპროდუქტები დაიღვარა და ცეცხლი გაჩნდა. საუბარია კომპანია „ლუკოილის“ ქარხანაზე.

„წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, – დაწერა ბოჩაროვმა და დრონებით თავდასხმას „მასიური“ უწოდა.

„როსავიაციამ“ ადგილობრივი აეროპორტი დახურა. უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიმდინარე წლის 31 იანვარს და 3 თებერვალს. პრესა წერდა, რომ დარტყმების შედეგად ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.