“ვნახოთ, გავივლით კონსულტაციებს” – SOCAR-ის დირექტორი საწვავის გაიაფების შესაძლებლობაზე (bmg)

“ვნახოთ, გავივლით კონსულტაციებს” – ასე უპასუხა “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა “ფასების სამთავრობო კომისიასთან” შეხვედრამდე ჟურნალისტების კითხვას: აქვს თუ არა “სოკარს” იმის რესურსი, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები შემცირდეს.
შეგახსენებთ, რომ “ოცნების” პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, “ფასების კომისია” ნავთობპროდუქტების კომპანიათა წარმომადგენელებს ამ წუთებში ხვდება.
“ეს კონსულტაციების პირველი ეტაპია. ვნახოთ, გავივლით კონსულტაციებს საკოორდინაციო კომისიასთან და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად გეტყვით”, – განაცხადა ნოდარ ყანჩაველმა.
ვრცლად bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა