ვნახე 2008 წელს რა გაუკეთეს რუსებმა ჩემს ხალხს, მათი ნდობა არ შეიძლება – ილია თოფურია

UFC-ს ქართველი ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ისაუბრა ს ომზე სა და საქართველოში. მან თქვა, რომ არ შეიძლება იმ ხალხის ნდობა, ვინც რუსეთს მართავს, რომ მათ არავინ ანაღვლებთ.
ირანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენის, პატრიკ ბეტ-დევიდის პოდკასტში სტუმრობიას, თოფურიას კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, თუ რამდენად არის დაინტერესებული პოლიტიკით. მაგალითად, თუ ადევნებს თვალს უკრაინაში რუსეთის ომის. თოფურიამ უპასუხა, რომ მეტ-ნაკლებად ადევნებს თვალს ამ ამბებს. წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს პუტინზე და ზელენსკიზე. ბეტ-დეივიდის თქმით, -ში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს – ზოგი ამბობს,რომ პუტინი ცუდი კაცია და ომის დაწყებაში მას ადანაშაულებენ, ზოგი ამბობს, რომ ზელენსკი მხოლოდ ფულზე ფიქრობს და ა.შ. ის დაინტერესდა, რა განწყობები არსებობს რეგიონში.
“თუნდაც მას [ზელენსკის] უნდოდეს ფულის მიღება და ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე წინააღმდეგი ვარ ადამიანების დახოცვის. ყოველთვის. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ მშვიდობას. ყოველთვის. ასე რომ, არ ვიცი მდენად ღრმად [ეს საკითხი], მაგრამ ის, რაც მე ვიცი ჩემი ისტორიიდან, ჩემი ცხოვრებიდან, არის ის, რომ ისინი, რუსები არიან … პუტინი – მოდი ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მართავენ რუსეთს, იმიტომ, რომ ხალხის წინააღმდეგი არავინაა – ჩვეულებრივი ხალხის რუსეთიდან, მე ვსაუბრობ პოლიტიკოსებზე – მათ არ ანაღვლებთ არავინ. მე საქართველოში ვცხოვრობდი 2008 წელს და მე ვნახე რა გაუკეთეს მათ ჩემს ხალხს. ასე რომ, რუსები საშიში ხალხია და მე ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. ვიმეორებ, მე არ ვსაუბრობ ჩვეულებრივ ადამიანებზე. მე ვსაუბრობ პოლიტიკოსებზე. სიგიჟეა”, – განაცხადა ილია თოფურიამ.
პოლიტიკის გარდა თოფურიამ არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის კარიერასა და მომავალ ბრძოლებზე. მათ შორის, UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონზე ისლამ მახაჩევსა და მის მწვრთნელზე, ხაბიბ ნურმაგომედოვზე. როცა საქმე პოლიტიკას შეეხო, წამყვანმა მას შეახსენა, რომ ისინიც რუსები არიან. ილიამ აღნიშნა, რომ ისინი დაღესტნიდან არიან, თუმცა რუსები არიან. შემდეგ თქვა, რომ რუსეთი ომებში ძირითადად გზავნის ადამიანებს მსგავსი რეგიონებიდან, სადაც ეთნიკურად რუსები არ ცხოვრობენ.
“ისინი [რუსები] იყენებენ მათ [დაღესტნელებს, ჩეჩნებს და ა.შ.] – თქვა ილია თოფურიამ.