ვნახეთ ამერიკა, რომელიც უკან მოსდევს პუტინის რუსეთს — სალომე ზურაბიშვილი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ეხმაურება თეთრ სახლში უკრაინისა და -ის პრეზიდენტების დაძაბულ შეხვედრას და ს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ბევრი წლის წინ, როდესაც პირველად მომიწია წარმემართა მოლაპარაკებები დამოუკიდებლად, ჩემზე უფრო გამოცდილმა კოლეგამ მირჩია: „ყველაფრის უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს, არასდროს დაამცირო შენი კოლეგა!“ ამაზე უნდა იფიქრონ მათაც, ვისაც უნდა, რომ მშვიდობისმყოფელად აღიქვამდნენ! ყველა, ვისაც ესმის, რას ნიშნავს იცავდე შენს ქვეყანას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არა ერთგზის, არამედ კვლავ და კვლავ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, თქვენ გვერდით დგანან, პრეზიდენტო ზელენსკი. დარწმუნებული არ ვარ, რომ დღეს ვნახეთ ამერიკა, რომელიც პირველი სახელმწიფოა. უფრო ვნახეთ ამერიკა, რომელიც უკან მოსდევს პუტინის რუსეთს. ამ დროს კი ყველას გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, როგორც იქნა, ვნახავთ ამ უკანასკნელის დაწინაურებას!“ — დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.