ვმუშაობთ, რათა კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ „მეგობარი აქტი“ მივიღოთ – კონგრესმენი უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი“ უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს. მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს“, – უთხრა კონგრესმენმა უილსონმა „ამერიკის ხმის“ რედაქციას.
ჯო უილსონი „მეგობარი აქტის“ ავტორი და წარმდგენია. აქტი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონმა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების და ს მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ყოველისმომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინა.
აქტი მოსახლეობის პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს.
საქართველოს საპარლამენტო დან დაახლოებით ერთი თვის შემდეგაც ამერიკის დედაქალაქში ოფიციალურ შედეგებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთება ისმის. სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა მიუთითეს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ეს არჩევნები არ შეუფასებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, და ხელისუფლებას მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდეს.
არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ ქვეყნის პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები.
ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილი ამბობს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევას:
„მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში“, – ამბობს უილსონი.
„მეგობარი აქტი“ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ივლისში დაამტკიცა. კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა პალატის სრული შემადგენლობისთვის მის წარდგენასა და მხარდაჭერას, უილსონი ამბობს, რომ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:
„ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს“, – უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“.