“ვმუშაობთ პროექტის შინაარსზე” – ფაშინიანი „ტრამპის გზის“ შესახებ

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ტრამპის გზა“ პროექტის ფარგლებში ისაუბრა მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.
„არმენპრესის“ ცნობით, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „ტრამპის გზა“ პროექტთან დაკავშირებული პროცესი ახლა შინაარსობრივ დამუშავების ეტაპზეა.
„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ პროექტის შინაარსის გენერირებაზე. მაგიდაზე დევს სხვადასხვა კომპონენტი, რომლებიც ერთ დოკუმენტში უნდა გაერთიანდეს. ეს ნორმალური სამუშაო პროცესია ნებისმიერი დიდი პროექტის შემთხვევაში. ხშირად გვგონია, რომ როცა ვამბობთ „ტრამპის გზა“, მეორე დღეს ყველა უნდა დაჯდეს ექსკავატორებში და დაიწყოს მშენებლობა. მაგრამ ნებისმიერი პროგრამა იწყება დეტალური პროექტირებით, გამოთვლებით და დოკუმენტაციის მომზადებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, „ტრამპის გზა“ ინიციატივის საფუძველია ვაშინგტონის მშვიდობის დეკლარაციაში დაფიქსირებული პრინციპები: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, ურთიერთობა და საზღვრების ხელშეუხებლობა.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა გასცდეს იმ ჩარჩოებს, რომლებიც დეკლარაციაშია განსაზღვრული. ორივე მხარემ დააფიქსირა, რომ საჭიროა მუშაობა მაქსიმალურად სწრაფად გაგრძელდეს“.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პროცესის დინამიკა ნაწილობრივ საერთაშორისო მოვლენებით არის განპირობებული.
„8 აგვისტოს ვაშინგტონში ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან. ამის შემდეგ დაიწყო დაძაბული მოვლენები უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის გარშემო, სადაც პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უშუალოდ არიან ჩართული. იგივე ადამიანები და იგივე გუნდები მუშაობენ ამ პროექტზეც. ეს ვითარება გარკვეულწილად გავლენას ახდენს პროცესის სისწრაფეზე“, – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP) საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო.
· სომხეთში სასულიერო პირები დააკავეს
· ს განცხადებით, აზერბაიჯანთან მშვიდობის სანაცვლოდ კონსტიტუციას არ შეცვლის
· ფაშინიანი და ალიევი შარმ ელ შეიხში