ვლოცულობ მისთვის… – ბაიდენი ტრამპზე

მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგად არის, ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, – ასე გამოეხმაურა -ის პრეზიდენტი პენსილვანიაში ს მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარ სროლას.
როგორც ბაიდენი აცხადებს, ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის.
„მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ყველასთვის, ვინც მიტინგზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ტრამპი უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ეს”, – განაცხადა ბაიდენმა.
პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მედიის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი სახის არეში დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. ამასთან, „სიენენმა“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ცნობითვე, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.

ასევე დაგაინტერესებთ