“ვლოცულობთ პრეზიდენტ რაისისთვის… აზერბაიჯანი მზადაა მხარდაჭერისთვის” – ალიევი

“ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის… აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის,” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, X-ზე წერს და ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის სავარაუდო ჩამოვარდნას ეხმაურება.
“დღეს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან შეხვედრის შემდეგ, სერიოზულად შეგვაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ავარიული დაშვება განახორციელა ირანში. ჩვენ ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის,” – წერს ალიევი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს