ვლადიმირ პუტინმა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, წვრთნების დაწყების ბრძანება გასცა

რუსეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ სამხედროები ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების სამხედრო წვრთნებს გაივლიან. მოსკოვის თქმით, ეს საჭირო საფრანგეთის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატები მხრიდან, საფრთხის არსებობის გამო გახდა.
მას შემდეგ, რაც ში 2022 წელს კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, მოსკოვმა ბირთვული რისკების გაზრდის შესახებ არაერთხელ განაცხადა. შეერთებული შტატების თქმით, მოსკოვის ამ მუქარებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დრომდე, მათ არ უნახავთ ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოზიციაში.
რუსეთი ამბობს, რომ შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები, მსოფლიოს, ბირთვულ ძალებს შორის დაპირისპირებისკენ უბიძგებენ. მოსკოვის მტკიცებით, ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთი უკრაინას მხარს უჭერს და ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს აწვდის, რომელთა ნაწილი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ გამოიყენება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებისა და განლაგების პრაქტიკის მიმართულებით. მათი თქმით, წვრთნების ჩატარების ბრძანება პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა.
“წვრთნები მიზნად ისახავს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, პროვოკაციული განცხადებებისა და ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირების მიერ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუქარის საპასუხო ქმედებებს”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთი და შეერთებული შტატები მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული ძალები არიან. ჩინეთს აქვს სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი, რომელსაც მოსდევს საფრანგეთი და ბრიტანეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა