ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა. ბრძანება ს ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზეა გამოქვეყნებული.
“რუსეთსა და საქართველოს კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” ჯილდო ა.ს. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული მუზეუმის ხელმძღვანელს, ინესა ბეზირგანოვას და ჟურნალ რუსული კლუბის მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ვლადიმერ გოლოვინს გადაეცათ.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ვლადიმირ პუტინმა სხვადასხვა ტიპის მედლითა და ორდენით ათობით ადამიანი დააჯილდოვა. მათ შორის, მეგობრობის ორდენი გადაეცა აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ მარ ავა III-ს, რომელიც რუსეთის პატრიარქ კირილს თვის დასაწყისში შეხვდა.