ვლადიმირ პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, რომლებიც გუშინ დაიწყო.
კომენტარი მან გააკეთა ს მთავრობასთან თათბირზე, რომლის შემდეგაც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს.
„როგორც ცნობილია, ს რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს“, – ირწმუნება პუტინი.
ს კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.
როგორც BBC იტყობინება, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მაუწყებლის შეკითხვაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, სუჯის რეგიონში, განაცხადა: „ამის თაობაზე ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ