ვლადიმირ პუტინი მომდევნო კვირას ვიეტნამს ეწვევა

ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომდევნო კვირას ვიეტნამს ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამმა მონაწილეობა არ მიიღო შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე, თუმცა, გაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში, BRICS-ის შეხვედრაზე.
ჰანოიში 2-დღიანი ვიზიტის დროს პუტინი, დიდი ალბათობით, ვიეტნამის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდება.
ვიეტნამის კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორს, -ს, პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა.
“არცერთმა სახელმწიფომ პუტინს არ უნდა მისცეს მისი ომის წახალისებისა და იმ სისასტიკის ნორმალიზების საშუალება. თუ მას შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, ეს ს მიერ საერთაშორისო სამართლის მიზანმიმართულად დარღვეევის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.” – ამბობს ვიეტნამში -ის საელჩოს სპიკერი Reuters-თან.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს, აშშ-სა და ვიეტნამს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა.
ვიეტნამისთვის ეს სტატუსი განკუთვნილია მისი ყველაზე ახლო პარტნიორებისთვის და მას ამ დრომდე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა დამყარებული 4 ქვეყანასთან (რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა).