ვლადიმირ პუტინი ირანელ კოლეგას თურქმენეთში შეხვდა

რუსეთის პეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, პარასკევს, თურქმენეთში მოლაპარაკებები გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან. ლიდერები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდას და მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებზე ერთმანეთის მსგავსი შეხედულებების ქონას.
უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და დასავლეთის წინააღმდეგობის ფონზე, ვლადიმირ პუტინს კავშირების გაღრმავება სურს მათთან, ვისაც ის უწოდებს გლობალურ აღმოსავლეთს და გლობალურ სამხრეთს.
22-24 ოქტომბერს, ყაზანში “ბრიქსის” ქვეყნების სამიტს მასპინძლობს. ვლადიმირ პუტინმა, ირანელი კოლეგა რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა ეს მიწვევა მიიღო.
“ჩვენი ეკონომიკური და კულტურული კომუნიკაციები დღითიდღე მყარდება და უფრო ძლიერი ხდება”, – უთხრა პეზენშკიანმა პუტინს, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით.
შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს თეირანთან მოსკოვის მზარდ ურთიერთობას. ვაშინგტონმა თეირანს ბრალი დასდო, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენების მიზნით, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში. თეირანი მოსკოვისთვის ამ ტიპის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს.
რუსეთი აცხადებს, რომ ირანთან თანამშრომლობა ყველა სფეროში ფართოვდება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ერთად საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი შეფასებები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხშირად ძალიან ახლოსაა“, – თქვა ვლადიმირ პუტინმა, რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართული კონფერენციის მსვლელობისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთო/ოდირი – წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს – სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი – მათი ოპონენტები