ვლადიმირ პუტინის განცხადებით, 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა.
მისივე თქმით, ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის ტერაქტის ოთხივე შემსრულებელი დაკავებულია.
პუტინის განცხადებით, 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. მან ასევე მიუსამძიმრა ყველას, ვინც „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად ახლობელი ადამიანი დაკარგა.
პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს და განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებულების გადასარჩენად.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ს საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს