ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მერიის თანამშრომლებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული ზაზა სირბილაძის ოჯახს მიუსამძიმრეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მერიის თანამშრომლებმა ოკუპირებული დან გადმოსვენებული ზაზა სირბილაძის ოჯახს სოფელ თორტიზაში მიუსამძიმრეს.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„ზაზა სირბილაძე აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მისი ნეშტის გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა 9 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირთან ერთად.
ზაზა სირბილაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ის მშობლიურ სოფელ თორტიზაში სამხედრო პატივით დაკრძალეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.