ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიისის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიისის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუმრები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ.
„ტანას ხეობაში „საზაფხულო ტურისტულ – გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მოეწყო. პროექტის ფარგლებში ბანაკში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება.
ბანაკი 14-დან 18 წლის ჩათვლით 500-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. მოზარდები საველე პირობებში, კარვებში ცხოვრებას სწავლობენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.
პროექტი უკვე რამდენიმე წელია ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო