ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება “ჰამასს” ერთი და იგივე მიზანი აქვთ – მეზობელი დემოკრატიის განადგურება – ჯო ბაიდენი

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ – მეზობელი დემოკრატიის განადგურება”, – აცხადებს -ის პრეზიდენტი. მის ვრცელ წერილს The Washington Post-ი აქვეყნებს.
ჯო ბაიდენის თქმით, პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ რეგიონული სტაბილურობის ნგრევის შემდეგ, არეულობით ისარგებლებენ.
“ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის – და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ.
„თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერევით, კონფლიქტის რისკი შეიძლება გავრცელდეს და მათი გადაჭრის ხარჯები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს