ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურში 135 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში 135 000 ს მოქალაქეს გაიწვევენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ს განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც რეზერვში არ იმყოფებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან, 135 000 ადამიანის ოდენობით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, აღნიშნული რაოდენობით მოქალაქეების გაწვევა 2016 წლის შემდეგ რუსეთში ყველაზე მასშტაბურ საშემოდგომო გაწვევის კამპანიას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ