ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მდივნის და თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს თავდაცვის მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების დანიშვნის შესახებ.
„გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სემენოვიჩ სანჩიკი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს და მისი ამჟამინდელი თანამდებობიდან გათავისუფლდეს“, – ნათქვამია ერთ-ერთ განკარგულებაში.
ამასთან, მეორე განკარგულების თანახმად, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ანდრეი ბულიგა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული