ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა.

მათივე განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან “რუსეთის ფედერაციაში სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.

მანამდე, საქართველოს ამ კატეგორიის მოქალაქეებს არ ჰქონდათ რუსეთში შესვლის ან რუსეთის ფედერაციის დატოვების უფლება ვიზის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც წესი, დანაშაულებრივი აქციების ორგანიზატორები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც, საბოლოოდ, ადგილზე არ ჩნდებიან, ხოლო ის ადამიანები, რომელთაც მათ მოწოდებებს დაუჯერეს, კანონის პირისპირ მარტოები რჩებიან