ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.
შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე დღეს გამოქვეყნდა. განკარგულების მიხედვით, ჯარში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები გაიწვევენ.
საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურში 150 000 ადამიანის გაწვევა იგეგმება, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო 8 წლის განმავლობაში. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარის 27-დან 30-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოქალაქეებს, რომლებსაც გასული წლის დეკემბრის ბოლომდე შეუსრულდათ 27 წელი, არ გაიწვევენ.
პარასკევს, 29 მარტს, რუსეთის გენერალურმა შტაბმა პირობა დადო, რომ ახალწვეულებს უკრაინასთან საბრძოლო მოქმედების ზონაში არ გაგზავნიან.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის