ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ალექსეი დიუმინი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ალექსეი დიუმინი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს მდივნად დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, ა.გ. დიუმინი“. – ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
51 წლის ალექსეი დიუმინი წარსულში ვლადიმერ პუტინის პირადი მცველი იყო, ხოლო 2016 წლიდან ტულის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა.
ალექსეი დიუმინამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობა იგორ ლევიტინს ეკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში