რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წინადადება განიხილა, – ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მიესალმება პუტინის განცხადებას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, იმ ადგილიდან სადაც მოლაპარაკებები შეწყდა და რომ თურქეთი მზადაა მიიღოს მოლაპარაკებები, რომლებიც კონფლიქტის მუდმივ მოგვარებამდე მიგვიყვანს“, – აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ერდოღანის მიიჩნევს, რომ გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა დიალოგისთვის აუცილებელ ატმოსფეროს შექმნის.
