ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს რუსული იარაღით აღჭურვის პროგრამის დაწყება შესთავაზა

ვლადიმერ პუტინმა ОДКБ-ს წევრებს რუსული იარაღით აღჭურვის პროგრამის დაწყება შესთავაზა, – ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთი ОДКБ-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მოკავშირეებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ გთავაზობთ კოლექტიური ძალების თანამედროვე იარაღით აღჭურვის მასშტაბური პროგრამის დაწყებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, „რუსულმა იარაღმა რეალურ სამხედრო მოქმედებებში თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა“.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2026 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში, წევრებს შორის თანამშრომლობის შენარჩუნების მიზნით ყველაფერს გააკეთებს.
„თანამშრომლობას ვგეგმავთ მეგობრობის, კეთილმეზობლობის, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)