ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, – ინფორმაციას რუსული მედია ფედერაციის საბჭოს „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა.
„ფედერაციის საბჭომ მიიღო ს პრეზიდენტ ს მიერ შემოთავაზებული კანდიდატურები რიგი ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე: თავდაცვის მინისტრის პოსტზე – ანდრეი რემოვიჩ ბელუსოვის კანდიდატურა”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ბელუსოვს მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვლადიმერ კოლოკოლცევის კანდიდატურა შესთავაზა, სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად – ალექსანდრე კურენკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე – , იუსტიციის მინისტრად – კონსტანტინ ჩუიჩენკო, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის პოსტზე – სერგეი ნარიშკინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად – ალექსანდრე ბორტნიკოვი, ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე – ვიქტორ ზოლოტოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად – დიმიტრი კოჩნევი.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.