ვლადიმერ პუტინმა, ეგვიპტის პრეზიდენტს ღაზადან ს მოქალაქეების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

ვლადიმერ პუტინმა, ეგვიპტის პრეზიდენტს ღაზადან ს მოქალაქეების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ განცხადებას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტმა აბდულ ფათაჰ ალ-სისის ღაზადან რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, რუსეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ღაზას სექტორში შეტანისთვის“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა სისისთან ირანის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან გამართული შეხვედრებიც განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით