ვლადიმერ პუტინმა დუმას ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი 2024 წლის 19 ივნისს ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ს პარლამენტის ონლაინ ბაზაში გამოქვეყნდა.
ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ „თუ რომელიმე მხარე დაექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას რომელიმე სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ და ამით აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს