ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის პრინცმა უკრაინის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ს მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ტელეფონით ისაუბრეს და უკრაინის საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საუბრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებული სფეროები და მათი განვითარების გზები, ასევე განიხილეს უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით გაწეული ძალისხმევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთის პრინცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამეფოს სურვილი, მხარი დაუჭიროს ყველა კარგ ინიციატივას დიალოგის გასაადვილებლად და ყველაფერს, რაც „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევამდე“ მიდის.
SPA-ს ცნობით, ს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცს ამ მიმართულებით გაწეული კონსტრუქციული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და ისტორია არავის პატიობს – „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას