ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს

სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მიმართ, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის არაერთი აქტუალური საკითხი. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართ“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.