ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ სთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს

სა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ, ბიშკეკში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობა და სთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ს თქმით, ის მუდმივ კონტაქტზეა ლუკაშენკოსთან და რომ ბელარუსის პრეზიდენტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკრაინის კონფლიქტის დასრულებას ცდილობს.
„ვიცი, რომ ყოველთვის საქმის კურსში ხართ. ყოველთვის გაწუხებთ ეს და ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, ვინც ამ კონფლიქტის დასრულებას ცდილობს“, – მიმართა პუტინმა ლუკაშენკოს.
თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით, თუ მოსკოვი ამას მოისურვებს.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოთხოვნებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ყველაფერი კარგად იქნება.
„ვიმედოვნებ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ამერიკელები ფრთხილად იმოქმედებენ, მიხვდებიან, რომ ეს რთული საკითხია და რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ყირგიზეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – ალან პერსელი ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს”