ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად, უცხოელებს, რომლებიც „დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან”, რუსეთი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება

უცხოელებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან, დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის პრეზიდენტის, ს მიერ ხელმოწერილ ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი უცხოელები რუსეთში ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანას „რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დამტკიცებული კვოტების გათვალისწინების გარეშე და რუსული ენის, რუსეთის ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე“ შეძლებენ.
ნებართვის მოთხოვნის მიზეზი შეიძლება მათი ქვეყნების პოლიტიკის უარყოფა იყოს, კერძოდ, „დესტრუქციული ნეოლიბერალური იდეოლოგიური პრინციპების დაწესება, რომლებიც ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.
როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, ღირებულებების სია უკვე დადგენილია, ხოლო სახელმწიფოთა სია, „რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს არაჯანსაღ ღირებულებებს უწესებენ“, რუსეთის მთავრობამ უნდა შეადგინოს.