ვლადიმერ პუტინი 9 ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას გამარჯვების დღეს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ქვეყნის ლიდერებთან ერთად, გამარჯვების დღე საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ხალხებს შორის შუღლის დათესვა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, კრემლის ცნობით ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი ოკუპირებული სა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებსაც მიულოცა.
„დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვის წერილები გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ს, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ს ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.