ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუსეთის პრეზიდენტი, 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილეს, არტემ ჟოგას განუცხადა.
რუსული მედიის ცნობით, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებთან არაფორმალური კომუნიკაციის დროს, ბატალიონ „სპარტას“ ბატალიონის მეთაურმა, არტემ ჟოგამ ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართა, არჩევნებში კენჭი იყაროს და ს ლიდერი მის „თხოვნას დასთანხმდა“.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ დღეს განაცხადა, რომ არჩევნები სამ დღეს – 15 მარტიდან 17 მარტამდე – გაგრძელდება.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს – 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.