ვლადიმერ პუტინი – ძველებური წესი გვაქვს – იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია

იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსი და უკრაინელი ერი რეალურად ერთ ერად მიმაჩნია. ამ მხრივ მთელი ჩვენია…
საბრძოლო ქმედებების გარკვეული ლოგიკა ხდება, და ჯარები სხვადასხვა ტერიტორიებზე ჩნდებიან. ძველებური წესი გვაქვს – იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის კაპიტულაციას არ მოითხოვენ, არამედ მოითხოვენ იმ რეალობის აღიარებას, რომელიც შედგა.