ვლადიმერ პუტინი – ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს

მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან ისინი, ვისაც ბრძოლა სურთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
„ჩვენ მზად ვართ. მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.