– შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს

შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლებელია.
„დიახ, მე ვთქვი, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „ლეგიტიმურობის“ შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„არსაითკენ მიმავალი გზა არის, თუ შეხვედრებს უბრალოდ [უკრაინის] ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან გამართავ. ამაზე უარი არასდროს მითქვამს, თუ შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და გარკვეულ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა