ვლადიმერ პუტინი – უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან

უკრაინელ სამხედროებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ თუ იარაღს დაყრიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ განაცხადა.
„ამასთან დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში…
-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი, განადგურებული იყო წინა ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომ „ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ“ და პუტინს სთხოვა ისინი დაინდოს. თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და ამის საფრთხე არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე