ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად დროებით ადმინისტრაციის შექმნის შეთავაზებით გამოდის

უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღება შესაძლებელს გახდის დემოკრატიული ს ჩატარებას და იმ ხელისუფლების სათავეში მოსვლას, რომელთანაც სამშვიდობო მოლაპარაკება და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, გაერო-ს ეგიდით შესაძლებელი იქნება რუსეთის პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან ში ასეთი დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობის განხილვა.
„და რა მიზნით? – იმისათვის, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლებაში მოვიდეს ეფექტური და ხალხის ნდობით მოსარგებლე მთავრობა და შემდეგ უკვე მათთან დავიწყოთ მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ხელი მოეწეროს ლეგიტიმურ დოკუმენტებს, რომლებიც აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში და იქნება სანდო და სტაბილური“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.
„ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია და არ ვამბობ, რომ სხვა არ არსებობს“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.