ვლადიმერ პუტინი – უკრაინას უფლება აქვს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს, მაგრამ რუსეთის ხარჯზე არ უნდა გააკეთოს – გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არა ტერიტორიებისთვის, არამედ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვით

უკრაინას უფლება აქვს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს, მაგრამ ეს რუსეთის ხარჯზე არ უნდა გააკეთოს , – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უსაფრთხოების გარანტიები ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, მათ შორის უკრაინას. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მეორე ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის, უსაფრთხოების ხარჯზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, „ არა ტერიტორიებისთვის, არამედ ხალხის უფლებებისთვის იბრძვის“.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არა ტერიტორიებისთვის, არამედ ადამიანის უფლებებისთვის და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვით, რომ მათ ისაუბრონ საკუთარ ენაზე, იცხოვრონ თავიანთი კულტურის ფარგლებში, იმ ტრადიციების ფარგლებში, რომლებიც წინა თაობებისგან გადაეცათ“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას