ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე – მათ არაფერი აქვთ საკუთარი, მაშ, არ აქვთ მომავალი

რუსეთის მომავალი დამოკიდებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა საბრძოლო მუშაობაზე, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, რუს სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს საბრძოლო მუშაობაზე, რუსეთის მომავალი, ეს აშკარაა”, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ მინსკის შეთანხმებების განხორციელებას და ეს შეთანხმებები უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად გამოიყენეს
“დიახ, და რუსეთის უკან დახევის, მისი დასუსტებისა და საბოლოოდ მისი განადგურების მცდელობა. მათ არაფერი გამოუვათ, არასოდეს”, – აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო იზრდება, უკრაინის რესურსები კი იწურება, რადგან მას არ აქვს საკუთარი ბაზა, ფული და იდეოლოგია.
„მათი რესურსები იწურება, მათ არ აქვთ საკუთარი ბაზა, როდესაც არ აქვთ საკუთარი ბაზა, არ აქვთ საკუთარი იდეოლოგია, მათ არ აქვთ საკუთარი ინდუსტრია, საკუთარი ფული, მათ არაფერი აქვთ საკუთარი, მაშ არ აქვთ მომავალი, ჩვენ კი გვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.