უკრაინაში მშვიდობა დადგება მაშინ, როცა რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებს მიაღწევს, ეს მიზნები არ შეცვლილა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მშვიდობა იქნება, როცა ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. ეს მიზნები არ იცვლება”, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის მიზნები ითვალისწინებს უკრაინის „დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას და მის ნეიტრალურ სტატუსს.“
