ვლადიმერ პუტინი – სიამოვნებით შევხვდები ტრამპს – რუსეთსა და -ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან

სიამოვნებით შევხვდები ტრამპს, მაგრამ ჯერ საჭიროა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ ტრამპთან უბრალოდ შეხვედრა საკმარისი არ არის, საჭიროა “ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა”.
პუტინის თქმით, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი ევროპასთან ან უკრაინასთან დიალოგზე, მათ თავად “შეწყვიტეს მოსკოვთან კონტაქტები”. პუტინმა აღნიშნა, რომ “სიამოვნებით შეხვდება ტრამპს”, მაგრამ შეხვედრა მომზადებული უნდა იყოს. მან არ დააკონკრეტა როდის შეიძლება მსგავსი შეხვედრა შედგეს.
პუტინის თქმით, „რუსეთსა და -ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“. მან განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგს და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე “სრულიად სხვა ხალხი” იყო – მიკერძოებისა და დაგმობის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით