ვლადიმერ პუტინი – სერბეთის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს პატივს ვცემთ

სერბეთის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს პატივს ვცემთ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ და პატივს ვცემთ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც სერბეთი თქვენი ხელმძღვანელობით ატარებს. ჩვენ შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივად სასარგებლოა და ამას დადებითი შედეგი მოაქვს როგორც სთვის, ასევე სერბეთისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.
„ევროპაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტს მომავალშიც შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების განცხადების მიუხედავად, თითქოს სანქციები მათ არ ეხებათ, ყველა ყველაფერს ხედავს: საცობები რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე, რუსეთის რეგიონების გაკოტრება და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი