ვლადიმერ პუტინი – სამხრეთ კორეის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დიდი შეცდომა იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, სამხრეთ კორეა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს.
„რაც შეეხება უკრაინის ომის ზონისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ასევე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამხრეთ კორეის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მოეწონოს “, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, სეულს არაფერი აქვს სანერვიულო, როდესაც საქმე მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმებას ეხება.
„სამხრეთ კორეას, კორეის რესპუბლიკას სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან ჩვენს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით ჩვენი მხრიდან სამხედრო დახმარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესია განხორციელდება ერთ-ერთი ხელმომწერის წინააღმდეგ. რამდენადაც მე ვიცი, კორეის რესპუბლიკა არ გეგმავს აგრესიას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პუტინმა.
ს პრეზიდენტი გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად სამხრეთ კორეა განიხილავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ამილახვარი – ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად- საზოგადოებას მინდა ვუთხრა, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, გაუფრთხილდით მათ