ვლადიმერ პუტინი – საერთაშორისო პრობლემები ყველა ქვეყნის მოსაზრების გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება ყველა ქვეყნის პოზიციებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასული 2025 წელი გაერომ მშვიდობისა და ნდობის წლად გამოაცხადა. 80 წლის წინ შექმნილი ეს ორგანიზაცია, ღირსეულად აგრძელებს თავისი მისიის შესრულებას და, ფაქტობრივად, წარმოადგენს უნიკალურ, ხშირად ერთადერთ მექანიზმს ინტერესთა საერთაშორისო ბალანსის უზრუნველსაყოფად. რაც მთავარია, ის ხელს უწყობს რთული პრობლემების შეთანხმებული გადაწყვეტილებების პოვნას, ყველა ქვეყნის პოზიციებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამ ლოგიკით, გაეროს წესდების პრინციპების საფუძველზე, მრავალპოლარული სამყაროს ახალ ეპოქაში შესაძლებელი და აუცილებელია ავაშენოთ სახელმწიფოებს შორის ჭეშმარიტად გულწრფელი, ღია და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები“, – განაცხადა პუტინმა.
2025 წელის მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე, თურქმენეთის ინიციატივით გამოცხადდა. შესაბამის რეზოლუციას მხარი 86-მა ქვეყანამ დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი