ვლადიმერ პუტინი – რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ ნებისმიერ ჯარს ლეგიტიმურ სამიზნედ ჩათვლის

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ ნებისმიერ ჯარს ლეგიტიმურ სამიზნედ ჩათვლის, განსაკუთრებით ახლა, სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„რაც შეეხება ში შესაძლო სამხედრო კონტინგენტებს, ეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ამიტომ, თუ იქ რაიმე ჯარი გამოჩნდება, განსაკუთრებით ახლა, სამხედრო ოპერაციების დროს, ისინი განადგურების ლეგიტიმური სამიზნეები იქნებიან“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, თუ მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდება, მაშინ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტების ყოფნას აზრი ექნება, რადგან რუსეთი სრულად შეასრულებს სამშვიდობო შეთანხმებებს.
„თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მშვიდობას, გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს, მაშინ მათი უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნაში უბრალოდ ვერ ვხედავ აზრს. სულ ესაა. რადგან თუ ეს შეთანხმებები მიღწეული იქნება, არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი მათ სრულად შეასრულებს“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას! – ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!