ვლადიმერ პუტინი – რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთის ინიციატივას გლობალური მმართველობის სისტემის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მხარს უჭერს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც გლობალური მმართველობის უფრო ეფექტური სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ 2001 წლიდან, შექმნიდან მოყოლებული, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს „საერთო ევრაზიულ კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების, ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნის მცდელობებში.“
„ამ მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით მოვისმინეთ ყველაფერი, რასაც ბატონი სი ძინპინი გვთავაზობს გლობალური მმართველობის ახალი, უფრო ეფექტური და ფუნქციონალური სისტემის შესაქმნელად“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, ჩინური მხარის წინადადებები აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც „ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ თმობს საერთაშორისო ურთიერთობებში დიქტატურისკენ სწრაფვას“.
მხარს უჭერს სი ძინპინის ინიციატივას და დაინტერესებულია ჩვენი ჩინელი მეგობრების მიერ წარმოდგენილი წინადადებების კონკრეტული განხილვის დაწყებით“, – აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუძლია წამყვანი როლი შეასრულოს მსოფლიოში გლობალური მმართველობის უფრო სამართლიანი და თანასწორი სისტემის ჩამოყალიბების ძალისხმევაში.
„საერთაშორისო სამართლის პრიმატსა და გაერო-ს წესდების ძირითად დებულებებზე დაფუძნებული სისტემა ნამდვილად დაბალანსებული იქნება და გაითვალისწინებს ქვეყნების რაც შეიძლება ფართო სპექტრის ინტერესებს და უზრუნველყოფს მათი მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების შესაძლებლობებს“, – აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს ჩინეთის ლიდერმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე წამოაყენა ინიციატივა გლობალური მმართველობის „უფრო სამართლიანი და თანასწორი სისტემის შესაქმნელად“. გარდა ამისა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ პეკინი მოუწოდებს ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს, არაკონფრონტაციის პრინციპის დაცვა განაგრძონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით